пятница, 3 августа 2012 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა: დავით გურამიშვილის „დავითიანი“ საწუთროს სევდა
სწავლების საფეხური: საშუალო
კლასი: მე-10-ე
მოსწავლეთა რაოდენობა: 12
პროფილი არცერთი არ სწაჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას
,ლექსიკური გაკვეთილის მიზანი: ხელს შეუწყობს,შეიცნონ ისტორიული მხარე „დავითიანის“
აქტუალობა: შეძლებენ ლექსის მნიშვნელოვანი ნაწილის გაგება-გათავისებას
გაკვეთილის მიზანი: დავით გურამიშვილის  პიროვნული და ზოგადსაკაცობრიო  სევდის მიზეზების გააზრება, ავტორისეული სათქმელის გარკვევა კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება,ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
შედეგი ქარ.Xლექსზე მუშაობის დროს შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობას.
ქარ.VIნაწარმოებში  ასახულგანწყობას აანალიზებენ ტექსტის სტრუქტურას და ენობრივ მახასიათებლის მიხედვით მოსწაავლეები შეძლებენ ლექსის თემოს და იდეის  გააზრებას. სწავლობენ კრიტიკულ ბ აზროვნებას.
წინასწარი ციდნა: იცნობენ დავით გურამიშვილის შემოქმედებას.
შეფასების საგანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კრიტერიუმები.
შეფასების პროცედურები: განმავითარებელი  შექება-წახალისება შეფასების რუბლიკა
სასწავლო მასალა და ტექნიკური მასალები: მასალა დავით გურამიშვილის „დავითიანის“ შესახებ ინტერნეტიდან მოძიებული, დაფა ცარცი
გაკვეთილის მსვლელობა: 1გამოწვევა აქტ1.მოსწავლეები მასწავლებელს  პასუხობენ შეკითხვას,თუ რა არის სევდა და რა იწვევს მას, გაიხსენებენ დავით გურანიშვილის ბიოგრაფიას და იმსჯელებენ იმაზე,თუ რა შეეიძლება ყოფილიყო პოეტის სევდის მიზეზი(5წ)
2.შინაარსის რეალიზებააქტ2. მოსწავლეები დამოუკიდებლად წყვილებში კითხულობენ ფრაგმენტს „დავითიანიდან“ უზიარებენ ერთმანეთს  მოსაზრებებს,პასუხობენ მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს და დაფაზე  წერენ საკუთარ დასკვნებს, ნაწარმოებში გადმოცემული  პოეტის სევდის შესახებ(15წ)
აქტ3 მასწავლებლის მითითებით მოსწავლე დაფაზე ორ სვეტად ჩამოწერენ,პოეტის პიროვნულ და ზოგადსაკაცობრიო სევდას და დაუკავშირებენ მას ეპოქისა და საწუთროს ორ ვერაგობას(5წ)
3რეფლექსია აქტ4.მოსწავლეები წერენ მცირე ესეს,ამად ვემდური საწუთროს(10წ)
აქტ5.ახდენენ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაციას(5წ)
აქტ6მასწავლებლის სათანადო კომენტარებით მოსწავლეები კითხულობენ თავიანთ ესეებს (5წ)
აქტ7.მასწავლებლის შემაჯამებელი სიტყვა და საშინაო დავალება(5წ)


Georgian

Creative Commons License

Комментариев нет:

Отправить комментарий